ახალი ამბები

მთავრობამ უცხოელთა შესახებ ახალი კანონის შესაძლო ხარვეზები განიხილა

5 ოქტომბერი, 2014 •
მთავრობამ უცხოელთა შესახებ ახალი კანონის შესაძლო ხარვეზები განიხილა

როგორც განცხადებაში წერია, ახალი კანონის დადებით მხარეებსა და შესაძლო ხარვეზებზე შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა 3 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

“როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ახალ წესებთან შეგუების პროცესს უცხოელთა ერთი ნაწილი მტკივნეულად აღიქვამს, შესაბამისად, მთავრობა მათი დახმარების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ ყველა უცხოელს, რათა მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამატებითი ხარჯების გარეშე მოექცეს ახალი კანონის შესაბამის რეგულაციებში და კანონმა კითხვის ნიშნები არ გამოიწვიოს,”- ნათქვამია განცხადებაში.


ახალი კანონმა, რომელმაც საქართველოში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა უნდა დაარეგულიროს, მათ ნაწილს პრობლემები შეუქმნა, ნაწილს კი საქართველოში ყოფნის უფლება გაურკვეველი მიზეზებით შეუზღუდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი