საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შემთხვევა კახეთში მოხდა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა. ულფუკარ კ. მიყენებული სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
ბრალდებული დაკავებულია და როგორც შსს-ს აცხადებს, იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





