ახალი ამბები

მაია ნიკოლეიშვილი: კიწმარიშვილის საქმეზე ჩემ მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტი ჩატარდება

4 ოქტომბერი, 2014 • • 1230
მაია ნიკოლეიშვილი: კიწმარიშვილის საქმეზე ჩემ მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტი ჩატარდება

თუმცა, რა ტიპის ექსპერიმენტზეა საუბარი, ის არ საუბრობს.


“პასუხი მივიღე დადებითი, ჩატარდება ეს ექსპერტიმენტი. როგორც სასამართლო მედიკოსს, ეს მომცემს პასუხს, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა,”- აცხადებს ნიკოლაიშვილი, რომელიც დღეს, 4 ოქტომბერს ეროსი კიწმარიშვილის ძმასთან და ადვოკატთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იმყოფებოდა.  

 

როგორც მათ მედიას განუცხადეს, მასალების კოპირებისა და მედიისთვის გავრცელების უფლება მათ არ გააჩნიათ.

 

“მე პირადად ძალიან მცირე ნაწილი ვნახე მასალისა, დაახლოებით ექვსი დიდი ტომია. მიმაჩნია, რომ მთავარი რაც არის ამ საქმეში, ჩვენთვის ცნობილი გახდება. შემდეგ გავააანალიზებთ და პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. თუ არ ვცდები, პროკურატურა რაღაც პერიოდში თავისი ოფიციალური ვერსიის გასაჯაროებას აპირებს,”- აცხადებს კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი.

 

“კონკრეტულ კითხვებზე პასუხი ჯერ არ არის გაცემული. ის კითხვები, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია. მასალების შესწავლა, შემდგომში ამის გააანალიზება სრულყოფილად ჩამოაყალიბებს იმ სურათს, რა მოხდა რეალურად,”- ამბობს მედიასთან საუბარში ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი.

 

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში 2014 წლის 15 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი