ახალი ამბები

73% გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას არ ემხრობა – TI-ს კვლევა

8 აპრილი, 2019 •
73% გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას არ ემხრობა – TI-ს კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მომზადებული კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, გამოკითხულთა 73% სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მხარს არ უჭერს. 

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა (58%) მიიჩნევს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო უნდა იყოს. 30% კი მიიჩნევს, რომ სავალდებულო გამოცდებს შორის ზოგადი უნარების გამოცდა არ უნდა იყოს.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება. განათლების სამინისტრო 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო გამოცდების ჩამონათვლიდან ზოგადი უნარების ამოღებასაც გეგმავს.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი., კვლევის ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი