ახალი ამბები

მეტროში მოძრაობა აღდგა

4 ოქტომბერი, 2014 •
მეტროში მოძრაობა აღდგა

დღეს მეტროსადგურში „300 არაგველი“ ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გამო მეტროპოლიტენში მოძრაობა შეფერხებული იყო.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მეტროში ადამიანი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი