თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობს, რის გამოც ამ დროისთვის [14:00] ახმეტელის მეტროსადგურიდან სადგურის მოედნამდე მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მეტროსადგური მიმართულებით მუშაობა შეჩერებულია.
“ამჯერად სრული ინფორმაცია არ გაგვაჩნია, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. სავარაუდოდ სუიციდის ფაქტი იყო, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით, სანამ სამუშაოები არ დასრულდება”,- აცხადებენ პრესამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მეტროში ადამიანი დაიღუპა.





