“გილოცავთ ყურბან-ბაირამის წმინდა დღესასწაულს. ყურბანი ღმერთთან დაახლოებას ნიშნავს. მორწმუნეები ცდილობენ ღმერთთან დაახლოებას. ყურბანს აქვს ასევე საქველმოქმედო მისიაც. მილიონობით უფლისათვის გაღებული ხორცი უნაწილდება მეზობლებს, ნათესავებს, ღარიბ-ღატაკებს, უმწეოებს, ობლებს,” – თქვა ადამ შანთაძემ.
ბათუმის მეჩეთში შეკრებილ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიულოცა.
“დღევანდელი დღე არის ქვეყნისთვის ბედნიერების და სიკეთის მომტანი და ასეთი დღე უნდა იყოს ყოველი დღე ჩვენს ქვეყანაში,” – თქვა არჩილ ხაბაძემ.
კითხვაზე, როდის აშენდება მეჩეთი ბათუმში, არჩილ ხაბაძემ უპასუხა:
„20 ოქტომბრამდე გვექნება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რაზეც წავიმუშავებთ შეხვედრამდე და ვფიქრობ 20 ოქტომბრამდე ჩვენ გვექნება მიმართულება საით უნდა წავიდეთ.
ის რა მოთხოვნაც არის მუსლიმების, ჩენი მთავრობა ყველა მოთხოვნას ყველა ყველა რჩევას ითვალისწინებს და ერთად ვმსჯელობთ. ყველა მუსლიმის უფლება დაცული იქნება ამ ქვეყანაში,” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ














![ყურბან-ბაირამის დღესასწაული ბათუმში [ფოტო] ყურბან-ბაირამის დღესასწაული ბათუმში [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000031047.jpg)



