ახალი ამბები

მოქალაქე, რომელსაც პოლიციელმა ესროლა, გარდაიცვალა

3 ოქტომბერი, 2014 •
მოქალაქე, რომელსაც პოლიციელმა ესროლა, გარდაიცვალა

პოლიციის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლები ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. მირზა ბ. არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა.

 

შსს აცხადებს, რომ ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით ისროლა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

ქუთაისში პოლიციელმა მოქალაქეს ესროლა. 2.10.2014
ქუთაისში პოლიციელმა მოქალაქეს ესროლა. 2.10.2014

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.

 

შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის პოლიციელი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი