შსს-ს განცხადებით, გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას იარაღის გამოყენებით.
“ერთ-ერთ დანაშაულზე ეჭვმიტანილი პირის დევნა ხორციელდებოდა, რა დროსაც იგი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის შემდეგ პოლიციამ განახორციელა გასროლა. თუ გამოიკვეთა ბრალეულობა, კანონის შესაბამისად დაისჯება”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-ს ცნობით, პოლიციელი, რომელმაც ისროლა, ქუთაისის საოლქო პროკურატურაში არის გადაყვანილი და მას შეჩერებული აქვს უფლებამოსილება.
დაჭრილი ქუთაისის ცენტრალურ საავამყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პაციენტი დაახლოებით 19 საათზე მიიყვანეს.
“პაციენტი უმძიემს მდგომარებაშია. ტვინის დაზიანება აქვს. ოპერაცია არ ჭირდებოდა, როგორც მე ვიცი, ოპერაცია არ არის საჭირო. პაციენტი რეანიმაციაშია”, – აცხადებენ საავადმყოფოში.





