ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, დასანანია, რომ რუსეთის მიმართ PACE-ის რეკომენდაციებში ცხინვალის და სოხუმის პრობლემები არ მოხვდა

3 ოქტომბერი, 2014 • • 963
პრეზიდენტის თქმით, დასანანია, რომ რუსეთის მიმართ PACE-ის რეკომენდაციებში ცხინვალის და სოხუმის პრობლემები არ მოხვდა

“მე მადლობელი ვარ ამ რეკომენდაციების, იმიტომ, რომ მათი გააზრება, განხილვა ჩვენ მიგვიყვანს უფრო მაღალ დემოკტრატიულ სტანდარტებამდე. იქ იყო საკითხი ნახსენები პრეზიდენტის თაობაზეც. მინდა ვთქვა, რომ ამ ნაწილშიც მე გახსნილი ვარ და რადგან ეს საკითხი განიხილა, მე მზად ვარ დავიწყო კონსულტაციები ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთის საკითხზე ასამბლეის მიერ მიღებულ რეკომენდაციებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ყირიმის სიბრტყეზე არ მოხვდა: 

 

“იმ რეკომენდაციებში, რომელიც მიცემულია რუსეთის ფედერაციისადმი, სადაც სპეციფიკურად ნახსენებია პრივილეგირებულ ინტერესების ზონაზე უარის თქმის საჭიროება და ნახსენებია ყირიმი, ჩვენ გაგვიხარდებოდა, რომ იქ ნახსენები ყოფილიყო საქართველო, ჩვენი პრობლემები – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი, სამწუხაროდ, ეს იქ არ ჩანს.

 

მე ვერ გეტყვით, ეს რისი შედეგია, მე ვნახე ბევრად უფრო ინტენსიური დინამიკა უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოსთან. ეს დასანანია, იმიტომ, რომ ბოლო ძალიან რთული 10 თვის განმავლობაში, ჩვენ სწორედ ვცდილობთ იმას, რომ რაც შეიძლება თვალნათლივ ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ ის, რაც ხდება ყირიმში, ის, რაც მოხდა საქართველოში, არის ერთი სცენარი. ამ სცენარს ქვია პრივილეგირებული ინტერესების ზონები. ეს ტერმინი ნახსენებია მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი