ახალი ამბები

შავმა ზღვამ რუმინეთში ათეულობით კილო კოკაინი გამორიყა

8 აპრილი, 2019 • 3896
შავმა ზღვამ რუმინეთში ათეულობით კილო კოკაინი გამორიყა

რუმინელი სამართალდამცავები შავი ზღვის სანაპიროზე ძებნის მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ. აქ პოლიციამ უკვე იპოვა რამდენიმე შეკვრა კოკაინი, რომლის წონა 130 კგ-ს აღწევს. ძებნის ოპერაციაში 300 სამართალდამცავი და სანაპირო დაცვის 14 ხომალდია ჩართული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თუ რაიმე პაკეტს იპოვიან სანაპიროზე, დაუყონებლივ აცნობონ სამართალდამცავებს და თავიანთთვის არ შეინახონ.

ვარაუდობენ, რომ სანაპიროზე გამორიყული კოკაინი არის 2 კვირის წინ მიტოვებული გემიდან, რომელზეც ასევე იპოვეს 1 ტონამდე კოკაინი. საქმეზე სერბეთის 2 მოქალაქე დააკავეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუმინეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკს პოულობენ. BBC-ის ცნობით, ამ მარშრუტს სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ნარკოტიკის ტრანზიტისთვის აქტიურად იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი