“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავოსში ქართული დელეგაცია იყოს წარმოდგენილი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც სულ ახლახან მივიღე, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ იქ იყოს ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ის მნიშვნელოვანი ფიგურები, ვინც ამ მიმართულებებით მუშაობენ. შესაბამისად, თუ პრემიერი იქნება ის ადამიანი, ვინც ამ დელეგაციას წარუძღვება, მე მხოლოდ მივესალმები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიპატიჟება სექტემბრის თვეში თურქეთში ვიზიტისას მიიღო, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ასეთი მიპატიჟება პრემიერიდ სახელზე უფრო ადრე მოვიდა. მისივე თქმით, დავოსში ირაკლი ღარიბაშვილის გამგზავრება გადაწყვეტილი საკითხია.





