“რეზოლუცია არის ძალიან ნეგატიური. მე შემიძლია გითხრათ, არა მხოლოდ კრიტიკული, არამედ ნეგატიურია. ნამდვილად დაფიქრების საშუალებას გაძლევს, როდესაც მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად გვერდში გიდგას, რაღაცა რჩევას გაძლევს. რჩევები იმისია, რომ რაღაცას ეთანხმები და რაღაცას არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სირაქლემას პოზაში უნდა დავდგეთ და თვალები დავხუჭოთ”,-განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას არაერთ ნაწილში აფასებს კრიტიკულად. ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეების შესახებ ასამბლეა აცხადებს:
“ასამბლეა მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სერიოზულად ვართ შეშფოთებული ჩივილით, რომ მათი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, სამართალი კი შერჩევითი და რევანშისტულია”- წერია ანგარიშში.





