“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში საკუთარ მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ ნატალია რ-ს თავის არეში ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა თემურ რ. სოფელ დვაბზუში, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმ დროს დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *