ახალი ამბები

კობახიძე: სექტემბერში სესიას დავიწყებთ უკეთესი აკუსტიკით

5 აპრილი, 2019 •
კობახიძე: სექტემბერში სესიას დავიწყებთ უკეთესი აკუსტიკით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში აკუსტიკის პრობლემის მოგვარებას ორთვიანი სამუშაოები სჭირდება, რომელიც სესიების დასრულებამდე ვერ დაიწყება:

“რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დაწყებულია მუშაობა, თუმცა სამუშაოებს სჭირდება 2 თვე. სხდომების მსველოლობისას, სესიის დასრულებამდე, შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების დაწყება. ივლისში დაიწყება ეს სამუშაოები და დასრულდება აგვისტოს ბოლომდე. შესაბამისად, სექტემბერში სესიას დავიწყებთ უკეთესი აკუსტიკით”, – თქვა კობახიძემ თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროა, პლენარულ სხდომათა დარბაზში კედლებზე სპეციალური მასალა გააკრან, რომელიც დარბაზს დაიცავს და ხმაურის პრობლემას მოაგვარებს.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენაზე ჩააგდო ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა. ამის მიზეზად ერთ-ერთმა დეპუტატმა დარბაზში ხმაური დაასახელა, რის გამოც, მისი თქმით, დეპუტატებმა ვერ გაიგეს, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.

პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდებოდა, ჩააგდო

მასალების გადაბეჭდვის წესი