ახალი ამბები

“Тбилисоба в Москве” ქართველი და რუსი მომღერლების მონაწილეობით

2 ოქტომბერი, 2014 • • 1424
“Тбилисоба в Москве”  ქართველი და რუსი მომღერლების მონაწილეობით

ყოველწლიური ღონისძება “ერმიტაჟის” ბაღში გაიმართება, რომელზეც მიწვეული არიან რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ქართველთა კავშირი რუსეთში” წევრები. 

“თბილისობას მოსკოვში” აქვს საკონცერტო პროგრამა, რომელშიც ქართული და რუსული ფოლკლორული და პოპულარული სიმღერები და ცეკვები შედის. სიმღერებს ქართველი და რუსი მომღერლები შეასრულებენ.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, ლელა წურწუმია, ირაკლი ფირცხალავა, ნინო ჩხეიძე, ჯგუფი “ფრანი”, ანსამბლი “მეტეხი” და პროექტ “ხმის” მონაწილეები.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ყიდვა შეეძლებათ. ასევე, ფესტივალის სტუმრებისთვის გაიმართება სემინარები ჩურჩხელის მომზადების შესახებ.

 

მოსკოვურ თბილისობაზე მონაწილეები ხელით ნაკეთ ქართულ ნივთებს დაამზადებენ, გაჩეჩავენ მატყლს და მისგან ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელს შეკერავენ. სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას ყურძნის დაწურვაში. ღონისძიება 11 საათიდან 20 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიება მოსკოვის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

თბილისობა მოსკოვში
თბილისობა მოსკოვში

მასალების გადაბეჭდვის წესი