ახალი ამბები

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა

1 ოქტომბერი, 2014 • • 970
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა

კენჭისყრის დროს ხმები ასე გადანაწილდა: 103 მომხრე და 27 წინააღმდეგი. რეზოლუციის ტექსტი ოფიცილურად 2 ოქტომბერს გამოქვეყნდება. 

 

“საზოგადოებრივი მაუწყებელის” ინფორმაციით, რეზოლუციაში რჩება ჩანაწერი, რომელიც ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.

 

რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ეხება. ცვლილების ეს ნაწილი ხმათა უმრავლესობით ჩავარდა. 

 

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში, რომელსაც დეპუტატებმა  1 ოქტომბერს განიხილეს, აღნიშნული იყო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივ დევნის აღქმაც არ უნდა არსებობდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი