ახალი ამბები

მოსიძე, ხუციშვილი და სხვები, ვინც სექსუალური ორიენტაცია/იდენტობის კანონიდან ამოღებას მიემხრნენ

4 აპრილი, 2019 • 4672
მოსიძე, ხუციშვილი და სხვები, ვინც სექსუალური ორიენტაცია/იდენტობის კანონიდან ამოღებას მიემხრნენ

შენიშვნა: დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარს არ უჭერს და მისი ხმა კენჭისყრისას შეცდომით დაფიქსირდა.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ემზარ კვიციანის კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ჩავარდა. საკითხი კანონიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” – ამოღებას მოიცავდა.

კანონპროექტს 27 დეპუტატი მიემხრო, 13 კი წინააღმდეგ წავიდა, თუმცა კვორუმისათვის აუცილებელი იყო 63 დეპუტატის ხმა.

დეპუტატები, რომელთაც კვიციანის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, არიან:

  • რევაზ არველაძე
  • ბიძინა გეგიძე
  • გოჩა ენუქიძე
  • ალექსანდრე ერქვანია
  • მუხრან ვახტანგაძე
  • ირმა ინაშვილი
  • ემზარ კვიციანი
  • კობა კობალაძე
  • კარლო კოპალიანი
  • გიორგი ლომია
  • კობა ლურსმანაშვილი
  • გენადი მარგველაშვილი
  • ადა მარშანია
  • გრიგოლ მიქელაძე
  • გიორგი მოსიძე
  • თამაზ ნავერიანი
  • ილია ნაკაშიძე
  • ზაზა პაპუაშვილი
  • გია ჟორჟოლიანი
  • ერეკლე ტრიპოლსკი
  • გედევან ფოფხაძე
  • მირიან წიკლაური
  • გივი ჭიჭინაძე
  • შოთა ხაბარელი
  • არჩილ ხაბაძე
  • ლერი ხაბელოვი
  • ზაზა ხუციშვილი

კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ:

  • ირაკლი ბერაია
  • ნინო გოგუაძე
  • რატი იონათამიშვილი
  • ირაკლი კობახიძე
  • დავით მათიკაშვილი
  • გუგული მაღრაძე
  • ირაკლი მეზურნიშვილი
  • ანრი ოხანაშვილი
  • მიხელ ყაველაშვილი
  • გოდერძი ჩანქსელიანი
  • თამარ ჩუგოშვილი
  • დიმიტრი ცქიტიშვილი
  • ნინო წილოსანი

კანონპროექტების პაკეტი, რომლის ავტორი ზვიად ტომარაძეა, კანონმდებლობიდან, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ტერმინების, “სექსუალური ორიენტაციის” და “გენდერული იდენტობის”, ამოღებას ითვალისწინებდა. კვიციანის განცხადებით, კანონმდებლობაში ამ ტერმინების ჩაწერით “ზნეობრივი ნორმები დაირღვა”.

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ზემოხსენებული ტერმინების ამოღების საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მესამედ შევიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი