ახალი ამბები

ასავალ-დასავალის ჟურნალისტის ცემის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

1 ოქტომბერი, 2014 • • 2883
ასავალ-დასავალის ჟურნალისტის ცემის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

 

ფარნაოზ ჭკადუა
ფარნაოზ ჭკადუა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში, იოსებიძის და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ ატყობინებდა, როცა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გ-მ. აღნიშნული პირი საქართველოს სსკ-ს 353-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ზაზა დავითაის ცემაში ბრალდებულ ფარნაოზ ჭ-ს, ის სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დრომდე მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები. ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

ზაზა დავითაიას ცემის შემდეგ თავისუფალი ზონის ოფისთან “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები და ყოფილი პოლიტპატიმრები, მათ შორის ტრისტან წითელაშვილი მივიდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. მომხდართან დაკავშირებით დაპირისპირების რამდენიმე მონაწილეს მთელი ღამის განმავლობაში ჰკითხავდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი