ახალი ამბებიგართობა

მფრინავი, რომელიც სამინისტროს დისკრიმინაციის გამო უჩივის, პლენარულ სხდომაზე არ დაუშვეს – ოპოზიცია

4 აპრილი, 2019 • 912
მფრინავი, რომელიც სამინისტროს დისკრიმინაციის გამო უჩივის, პლენარულ სხდომაზე არ დაუშვეს – ოპოზიცია

ეკატერინე ქვლივიძე, მფრინავი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო უჩივის, საპარალემნტო სხდომას ვერ ესწრება. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენს.

ოპოზიციის წევრები, მათ შორის, თინა ბოკუჩავა და გიგა ბოკერია, ითხოვენ, რომ ქვლივიძე სხდომას დაესწროს. მათივე, თქმით, გადაწყვეტილება ქვლივიძის არდაშვების შესახებ ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.

“კობახიძის გადაწყვეტილებით, ჯარიდან წასული ქალი ვერ ესწრება ამ სხდომას. ეს არის კობაძის პირადი გადაწყვეტილება. მეც მომმართეს სტუდენტებმა, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას, მაგრამ ისინიც ვერ ესწრებიან ამ სხდომას კობახიძის გადაწყვეტილების გამო. მე ვფიქრობ, რომ ეს არ ემსახურება პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის სტანდარტს.

ასევე მინდა მივმართო მუდმივმოქმედ ღიაობის საბჭოს და ქალბატონ ირინა ფრუიძეს, რომ ამ საკითხზე დააფიქსიროს მოსაზრება იმიტომ, რომ რეალურად ეს არ მოდის შესაბამისაობაში პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მუშაობის სტანდარტთან, როდესაც ადამიანებს არ აქვთ სხდომაზე დასწრების საშუალება, მხოლო და მხოლოდ ირაკლი კობახიძის ნება-სურვილიდან გმომდინარე”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

ბოკუაჩავას ამ განცხადებას გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომელიც დღევანდელ სხდომას კობახიძის ნაცვლად უძღვება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კობახიძე სხდომაზე მოვა, აღნიშნული საკითხი შეიძლება კიდევ ერთხელ დაისვას. მაგრამ “ჩემი აზრით, რასაკვირველია, ამ საკითხზე უნდა დაისვას შეკითხვები და, რასაკვირველია… ამ შეკითხვებსაც და პასუხებსაც და კომენტარებსაც ის ადამიანი [ქვლივიძე] კარგად გაიგებს”.

ქვლივიძის სხდომაზე დაშვება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამაც მოითხოვა. მისი თქმით, მფრინავი ქალის სხდომაზე არდაშვება უხერხული და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

“ძალიან გთხოვთ, ეს არ არის მხოლოდ ბატონი კობახიძის გადასაწყვეტი საკითხი, ამ შემთხვევაში თქვენს გუნდზე, ურმავლესობაზეა საუბარი, ვინც აქ კლიმატს ქმნის და თამაშის წესებს ადგენს – ამიტომ გთხოვთ, ყოველგვარი პოლიტიკური კინკლაობის გარეშე, პატივი ვცეთ იმ ადამიანს, რომელიც ემსახურა თავის სამშობლოს, და მივცეთ საშუალება, რომ დაესწროს სხდომას.

არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს რაიმეს ხელს უშლიდეს ან შეურაცხყოფდეს მინისტრს, ან ჩვენს ინსტიტუტს. ის, თუ როგორ არ დაუშვეს [მფრინავი], ეს კი ნამდვილი შეურაცხყოფაა პარლამენტისა და საზოგადოების. გთხოვთ, რომ მიიღოთ პროაქტიული ზომები და ჩემი აზრით, ძალიან, ეს ძალიან უხერხული და,  შეიძლება ითქვას, სამარცხვინო ნაბიჯი, შემოატრიალოთ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სამხედრო მფრინავი ქალი ეკატერინე ქვლივიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში გენდერული ნიშნით ავიწროებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს ქვლივიძის ინტერესებს. თავდაცვის სამინისტრო კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსახურობის პერიოდში მფრინავს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ვრცლად:

მფრინავი ქალი თავდაცვის სამინისტროს გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი