ახალი ამბებირეკლამა

შემეცნებითი ტური უფროსკლასელებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

4 აპრილი, 2019 • 728
შემეცნებითი ტური უფროსკლასელებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

თავდაპირველად მოსწავლეებმა სსე-ს სათავო ოფისში ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს განაპირობებს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მსგავსი შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში მომავალშიც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი