„ – ვინ არ მიიღო? რამდენმა ოჯახმა არ მიიღო?“ – იკითხა პრემიერ-მინისტრმა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ასეთი ბევრი ოჯახია.
„ზოგადად რომ ლაპარაკობთ, ფაქტები მითხარით, …სასწრაფოდ გამირკვიეთ რა ხდება“ – მიმართა ღარიბაშვილმა ქედის გამგებელს, დავით დუმბაძეს.
„თქვენ საიდან ხართ, ჯერ ეს მითხარით“ – ჰკითხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალიტს და პასუხზე, რომ ის გაზეთი „ბათუმელებიდან“ იყო, ასე უპასუხა:
„- გასაგებია, დიდი მადლობა, კარგად იყავით“.
ქედის გამგებელმა კი ჟურნალისტს უთხრა, რომ „180 ათასი ლარი, რაც სეტყვამ მიაყენა ზარალი მოსახლეობას, ჩარიცხულია, ორი დღის განმავლობაში მიიღებენ ამ თანხებს.“ კომპენსაციას სტიქიისგან დაზარალებული 250 ოჯახი ელოდება.
ქედაში კომპენსაცია რომ ამ დრომდე არ გაცემულა, ამას გამგეობაც და მოსახლეობაც ადასტურებს.
ქედის მუნიციპალტეტის საფინასო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკომპენსაციო თანხა გამგეობას დღეს დაერიცხა და დაზარალებულებს ხვალ დაურიცხავენ.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ვაჟა ხადიძე, რომელიც 2014 წელს, გაზაფხულის სეტყვისგან მიღებული ზარალის შემდეგ ელოდება კომპენსაციის მიღებას, ირაკლი ღარიბაშვილს ტელევიზორში მოუსმინა. ის ამბობს, რომ მას და მის 130 მეზობელს არანაირი კომპენსაცია არც დღემდე და არც დღეს არ მიუღიათ: „თქვენ რა გაიგეთ ახლა, გვაძლევენ კომპენსაციას თუ არა? – ჰკითხა მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. „13 სექტემბერს ვიყავით გამგეობაში. გვითხრეს, რომ ხუთი მუნიციპალიტეტის დაზარალებული ხალხია დასათვლელი და ამიტომ აგვიანებენ კომპენსაციის დარიგებას. ისიც გვითხრეს, რომ თვის ბოლოს მოგვცემენ, მაგრამ არც დღეს ჩამოურიციხათ არაფერი. ნეტა, როდის უნდა მოგვცენ?! თქვენ თუ პრემიერთან იყავით, შეიძლება გაგებული გაქვთ და ტელევიზორში არ აჩვენეს“.





