ახალი ამბები

ჩიკაგოს ისტორიაში პირველად მერად აფროამერიკელი, ლესბოსელი კანდიდატი აირჩიეს

3 აპრილი, 2019 • 1127
ჩიკაგოს ისტორიაში პირველად მერად აფროამერიკელი, ლესბოსელი კანდიდატი აირჩიეს

ლორი ლაითფუტი ჩიკაგოს ისტორიაში პირველი აფროამერიკელი და ღიად ლესბოსელი კანდიდატია, რომელიც ქალაქმა მერად აირჩია.

“ამ ოთახში ჩვენ შეიძლება უცხოები ვართ ერთმანეთისთვის, მაგრამ ამ ქალაქში ჩვენ ყველა ერთმანეთის მეზობელი ვართ. და ახლა, როდესაც ყველაფერი [არჩევნები] დასრულდა, ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმ ქალაქისთვის, რომელიც გვიყვარს. დღეს თქვენ უფრო მეტი შექმენით, ვიდრე ისტორია, თქვენ შექმენით მოძრაობა ცვლილებებისთვის”, – თქვა ლაითფუტმა სამშაბათს, გამარჯვების აღნიშვნისას.

56 წლის ლაიტფუტი მერად არჩევამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ასევე ქალაქის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. არჩევნებში, სადაც მისი მთავარი კონკურენტი ტონი ფრექუინკლი იყო, 14 კანდიდატი მონაწილეობდა.

“დღეს ჩვენ ძალიან ბევრი პატარა გოგო და ბიჭი გვიყურებს. ისინი გვიყურებენ ჩვენ და ხედავენ რაღაც ახლის, რაღაც განსხვავებულის დასაწყისს. ისინი ხედავენ, თუ როგორ იბადება ქალაქი ხელახლა. ქალაქი, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის ხარ, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გიყვარს… მანამ, სანამ გიყვარს მთელი გულით,”- თქვა ლაითფუტმა გამაჯრვების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი