ახალი ამბები

თამბაქო შესაძლოა ისევ გაძვირდეს

30 სექტემბერი, 2014 • • 1098
თამბაქო შესაძლოა ისევ გაძვირდეს

“ახლა არის აბსოლუტურად მუშა პროცესი. თამბაქოს კონტროლის შესახებ [გაეროს] კონვენცია მოითხოვს, რომ გამკაცრდეს თამბაქოს რეგულაციები. ამის ფარგლებში ჯანდაცვის სმაინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო თავისი კუთხითაა ჩართული, რაც ზუსტად აქციზის თემას გულისხმობს, მაგრამ კონკრეტულად რომელ რიცხვში მოხდება აქციზის ღირბეულების ეს ცვლილება, ვერ გეტყვით, ვერ იმას გეტყვით, რა რაოდენობით მოხდება ცვლილება”, – უთხრა ნეტგაზეთს ფინანასთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.


თამბაქო საქართველოში 2013 წელს ერთხელ უკვე გაძვირდა. საგადასახადო კოდექსში 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის განაკვეთი 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტროზე- 0.15-დან 0.20 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ფასის ზრდამ 25% შეადგინა. 


თამბაქო
თამბაქო

ფინანსთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ აქციზის ზრდა თანხვედრაშია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენაა მიმართული.

 

 

 

“სტრატეგიის მიზანია თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირება, ასევე, ქვეყნის მიახლოება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო -კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმებს შორის ერთ-ერთია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება”.


თმბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:  

 

„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აქციზის გადასახადის მატებით დასახელებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია. პირიქით, თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატების გამო მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც მოიხმარს ასეთი ტიპის პროდუქციას, იძულებული იქნება გადავიდეს უფრო იაფფასიან და, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანო თამბაქოს ნაწარმზე. შედეგად ვიღებთ ვითარებას, სადაც მოქალაქეებს, ვისთვისაც თამბაქოზე დამოკიდებულება თავისთავად წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, სახელმწიფო კიდევ უფრო ურთულებს მდგომარეობას მოხმარებული პროდუქციის ფასის ზრდით.

 

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდის რეალური მიზეზი არის არა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაჩენილი სერიოზული პრობლემის მოგვარების საკმაოდ პრიმიტიული მცდელობა. თუმცა ამ მიზნის მიღწევაც შეუძლებელი იქნება, რადგან გაიზარდა კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოსვლის ალბათობა, რაც გააჩენს სიგარეტის შავ ბაზარს და შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს” – ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”მიერ გავცელებულ განცხადებაში.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი