ახალი ამბები

მოქალაქემ ინტერნეტით პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები მიიღო და შსს-ს შეატყობინა

3 აპრილი, 2019 • 1191
მოქალაქემ ინტერნეტით პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები მიიღო და შსს-ს შეატყობინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ, გვიან ღამით მოქალაქემ მიმართა, რომელმაც ინტერნეტით პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიიღო.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მოქალაქე დაბარებულია გამოკითხვაზე, გამოძიება კი 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი