ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში ჩავა

30 სექტემბერი, 2014 •
ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში ჩავა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის. მისივე თქმით,  სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს.

 

„ჩემი დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ყველა სამინისტროს თანამშრომელი, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრები და მათი მოადგილეები, სახელმწფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად ადგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა, 22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

28 სექტემბრის საღამოს საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე  ძლიერი ქარი და უხვი ნალექი და  შტორმი დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი