ახალი ამბები

ფანჯიკიძე: პრემიერმა დავოსში მიწვევა ჯერ კიდევ მაისში მიიღო

30 სექტემბერი, 2014 • • 1023
ფანჯიკიძე: პრემიერმა დავოსში მიწვევა ჯერ კიდევ მაისში მიიღო

ფანჯიკიძემ დღეს თბილისში მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო მიწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია ამზადებს ამ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება დავოსში.

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის ბიზნესმენები, ხელისუფლების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს – ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მანამდე აღნიშნულ ფორუმში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი