ახალი ამბები

“გიორგი მარგველაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს”

29 სექტემბერი, 2014 • • 986
“გიორგი მარგველაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს”

“საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე ბატონმა შვაბმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ბატონმა შვაბმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა თხოვნა, რომ პრეზიდენტი დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უმაღლეს დონეზე უნდა წარმოჩინდეს საქართველოს სიანვესტიციო შესაძლებლობების უპირატესობა”, – განაცხადა აბაშიშვილმა.


მარგველაშვილისა და შვაბის შეხვედრა თურქეთში გაიმართა. 


შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის ბიზნესმენები, ხელისუფლების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს – ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.


მარგველაშვილი
მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი