ახალი ამბები

სამი ოპოზიციური პარტია ჭიათურაში მერობის საერთო კანდიდატს უჭერს მხარს

2 აპრილი, 2019 • 1212
სამი ოპოზიციური პარტია ჭიათურაში მერობის საერთო კანდიდატს უჭერს მხარს

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა – “ევროპული საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები” და “შენების მოძრაობა” – ჭიათურის მერის შუალედურ არჩევნებში ორგანიზაცია “მომავლის ჭიათურის” კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს მხარი.

ჭუმბურიძის წარდგენა და პრესკონფერენცია დღეს ჭიათურაში გაიმართა. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

“ნებისმიერი არჩევნები უნდა გამოვიყენოთ, როგორც საშუალება, შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ.  ასე ვუყურებთ ჩვენ 2019 წლის მერის რიგგარეშე არჩევნებს ჭიათურაში. მინდა, თითოეულმა ჭიათურელმა  დაიჯეროს და დაინახოს, რომ ეს არჩევნები არის მათი ინსტრუმენტი, შეცვალონ რაიონში ცხოვრება უკეთესობისკენ. პოლიტიკაში ახალი ლიდერი, ახალი ძალა, რომელიც შედგება ახალგაზრდებისგან, ძალა, რომელიც შედგება სუფთა ენთუზიაზმით და რომელთაც უნდათ საკუთარი რაიონი ფეხზე დააყენონ და ხალხმა უკეთ იცხოვროს.  ჩვენი გადაწყვეტილებაა, ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ მერის არჩევნებში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი