იტალიის საელჩოს ინფორმაციით, ლექცია დღეს, 16 საათზე დაიწყება და შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციასა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე ევროგაერთიანებაა. ლექციას სტუდენტების გარდა პოლიტიკოსები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და აკადემიური პერსონალი დაესწრებიან.
ენრიკო ლეტა იტალიის პრემიერ-მინისტრი 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო. მას ასევე ეკავა იტალიის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის (1998-1999) და ინდუსტრიის მინისტრის (1999-2001) თანამდებობები. 2004-2006 წლებში იყო ევროპარლამენტის დეპუტატი, ხოლო 2006-2008 წლებში- იტალიის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე.
ენრიკო ლეტა ფლობს პიზის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ევროპულ სამართალში.