ახალი ამბები

ფიზიკის მიმართულების სტუდენტებისთვის შესაძლოა იაპონიაში გაცვლითი პროგრამები დაიწყოს

29 სექტემბერი, 2014 • • 1195
ფიზიკის მიმართულების სტუდენტებისთვის შესაძლოა იაპონიაში გაცვლითი პროგრამები დაიწყოს

შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების საერთაშორისო ცენტრსა (საქართველო) და მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაცია KEK-ს (იაპონია) შორის  თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი თანამშრომლობა მაღალი ენერგიის ფიზიკისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებთან იქნება დაკავშირებული.

 

ქართულ და იაპონურ მხარეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორების შემდეგ იაპონიის მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია KEK, როგორც სამეცნერო კვლევითი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ქართველი სტუდენტებისთვის სასწავლებლად, რომ რეალურ ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა.

 

KEK-ის პროექტებში ჩართვით, საქართველოს და KEK-ის თანამშრომლების ზედამხედველობით, ქართული მხარე მხოლოდ სტუდენტების მგზავრობის ხარჯებს დაფარავს, სხვა ხარჯები (ცხოვრება, სწავლა, პრაქტიკა, კვლევა) კი დაფინანსებული იქნება იაპონური მხარის მიერ.

განათლების მინისტრი მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის KEK წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 29.09.2014
განათლების მინისტრი მაღალი ენერგოდამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის KEK წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 29.09.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი