09:00 საათზე- სასტუმრო “შერატონ ბათუმში”, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ საკითხთა, გარემოს დაცვის საკითხთა და იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტების სხდომა გაიმართება.
09:45 საათზე-ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციის VI შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
11:00 საათზე- პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #238
11:00 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურს შორის თანამშრომლობის პროექტის მესამე წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00 საათზე -კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც 11-18 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში გაიმართება.
11:00 საათზე -“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია განცხადებას გააკეთებს. მის: წერეთლის #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული
11:30 საათზე, – “პირველ პრესკლუბში” გაბრიელ ნიშნიანიძის დედა თამუნა იაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საბავშვო ბაღში მაწავლებლის მიერ ბავშვის ცემის ფაქტი მის: წერეთლის #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული
11:30 საათზე – “რეპორტიორის” პრესკლუბში უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 საათზე- პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი UშAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელს სტეფან ჰაიკინს შეხვდება.
თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
12:00 საათზე – “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:00 საათზე – პრაიმტაიმის პრესკლუბში “ქართული ოცნების” წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკურ საკითხები
12:30 საათზე – “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
12:30 საათზე -“პრაიმტაიმის” პრესკლუბში სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ირაკლი ბურდულს კონკურსის გაყალბებაში ადანაშულებს, პრესკონფერენციას გამართავს.
13:00 საათზე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემები: ცოფის მსოფლიო დღე, გულის მსოფლიო დღე მის: ასათიანის #9, ცენტრის საკონფერენციო დარბაზი, II სართ.
14:00 საათზე -ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები”, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის მიმართ სარჩელს შეიტანს.
15:00 საათზე -ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მე-8 სართულზე ლიტველ ექსპერტს კლაუდიუს მანიოკასს შეხვდება.
15:00 საათზე -პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
15:30 საათზე- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხოციელებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება. პარლამენტი თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
16:00 საათზე -პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი





