ახალი ამბები

“კავკასუს ონლაინი”: სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა შევასრულეთ

3 ოქტომბერი, 2014 •
“კავკასუს ონლაინი”: სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა შევასრულეთ

“კავკასუს ონლაინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1 ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, კავკასუს ონლაინის, ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების,  ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე,”- წერია “კავკასუს ონლაინის” განცხადებაში, რომელიც მან დღეს, 3 ოქტომბერს გაავრცელა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადებს, რომ “ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკითხზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი