“საქართველო, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობს ასამბლეის დღის წესრიგისა და საკითხების შემუშავებაში, გაერო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს პრეზიდუმში ადგილს იკავებს და ცალკეული სხდომების მიმდინარეობას უძღვება”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე უძღვებოდა.





