ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო პოლიციის, “ახკერპის“ შენობა გახსნეს

26 სექტემბერი, 2014 • • 1513
საქართველო-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო პოლიციის, “ახკერპის“ შენობა გახსნეს
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.
2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციისთვის დამატებითი სახსრები გამოიყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის.
 
“საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი. 2014 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია 6 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობის დაწყება.”




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი