“ჩვენი შიდა კომუნიკაციების მეშვეობით ადგილობრივ სამინისტროსთან, შევიტყვეთ, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ სოხუმის სიახლოვეს პაციენტის შიდა გადაყვანასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა. როგორც აღმონდა, მათ არ ჰქონდათ რეანიმაციული მანქანები. ჩვენ დახმარება შევთავაზეთ, თუკი მიიღებდნენ ისინი. საბოლოოდ, ორმხირვად სარგებლიანი კომუნიკაცია შედგა და ჩვენი მზადყოფნა უკვე რეალური ქმედებით დავუდასტურეთ – ორი თანამედროვე რეანომობილი გადავეცით,”- განუცხადა ხუnდაძემ ნეტგაზეთს.
სოხუმისთვის რეანომობილების გადაცემაზე აფხაზური მხარეს რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის გაცხადებითვე, “ოკუპირებულ ზოლთან ორი დიდი პროექტია დაწყებული.”
როგორც ხუნდაძე ამბობს, რუხში 220 საწოლიანი მრავალპროფილური საერთაშორისო სტანდარტების მქონე კლინიკა და ტყვიავში სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების კლინიკა შენდება.
“ორივე კლინიკა მოემსახურება როგორც საოკუპაციო ზოლს აქეთ, ასევე ზოლს იქით მცხოვრებ მოსახლეობას,”- აცხადებს ხუნდაძე.