თბილისის ზოგიერთ რაიონში თოვს, ზოგან კი თოვლ-ჭყაპია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში დღეს, პიირველ აპრილს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი +7-დან +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ხვალ კი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვლ-ჭყაპი, მაღალ მთაში კი – თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე მოსალოდნელია ნალექი და ქარის გაძლიერება.
საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე შენარჩუნდება. 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12-დან +17 გრადუსამდე მოიმატებს.