ახალი ამბები

“დაველოდები, რაებს იკადრებენ და შემდეგ…” — გახარია ხაზარაძეზისთვის შესაძლო ჩივილზე

1 აპრილი, 2019 • 1116
“დაველოდები, რაებს იკადრებენ და შემდეგ…” — გახარია ხაზარაძეზისთვის შესაძლო ჩივილზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს თიბისი ბანკის დამფუძნებლისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის სასამართლოში ჩივილს. “ჯობია, უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს”, — ასე გამოეხმაურა მინისტრი გახარია ხაზარაძეს.

31 მარტს “იმედის” გადაცემა “იმედი LIVE”-ში, ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, რომ “მუნდირი დაიცვას სასამართლოში”, გახარიამ უპასუხა:

“ჩემი თმენის ვალდებულებიდან და სხვა ბევრი არგუმენტიდან გამომდინარე, რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რაებს იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს, როგორც მოქალაქის, იურიდიულ ვალდებულებებსა და უფლებებს სრულად აღვასრულებ”.

24 მარტს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გახარიამ სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს, რომ მისთვის მუქარის წერილი არ გაუგზავნია. საუბარია წერილზე, რომელშიც, როგორც ხაზარაძე ამბობს, გახარიამ მას შუამავლის ხელით გაუგზავნა და რომელშიც წინასაარჩევნოდ ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”. გიორგი გახარიამ მსგავსი წერილის დაწერა და გაგზავნა უარყო.

“როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი… არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ — ახლა ისე გამოვიდა, რომ მას [გახარიას] წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ — ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია”, — განაცხადა ხაზარაძემ.

გახარია: ჩემთვის ბევრი ხელნაწერი წერილი გამოუგზავნიათ, გამგონი გაიგებს

მასალების გადაბეჭდვის წესი