ახალი ამბები

“დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” – აქცია შრომის უსაფრთხოებისთვის

31 მარტი, 2019 • 2208
“დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” – აქცია შრომის უსაფრთხოებისთვის

1 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია იგეგმება შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით.

აქცია ეხმიანება 31 მარტს თბილისში, ვაკეში მშენებლობისას ორი მუშის მიწაში მოყოლას. აქციის ორგანიზატორია სოლიდარობის ქსელი.

“ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება! ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის, რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ფეისბუკ გვერდის სანახავად გადადით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი