ახალი ამბები

არჩევნების წინა დღეს, თურქეთში პროქურთული პარტიის 53 წევრი დააკავეს

31 მარტი, 2019 • 806
არჩევნების წინა დღეს, თურქეთში პროქურთული პარტიის 53 წევრი დააკავეს

ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს, 30 მარტს, თურქეთში პროქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიის(HDP)” ათეულობით წევრი დააკავეს. ამის შესახებ AP პარტიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

პროქურთული პარტიის თანახმად, პოლიციამ სტამბოლში, საერთო ჯამში, 53 ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან საარჩევნო კანდიდატები. პარტიაში აცხადებენ, რომ ესაა შეტევა მათზე, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ემუქრება.

თურქეთის პარლამენტში სიდიდით მესამე “ხალხთა დემოკრატიულ პარტიას” ხელისუფლება უკანონო ქურთ შეიარაღებულ პირებთან კავშირში ადანაშაულებს, რასაც HDP უარყოფს. ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება პარტიის ლიდერი სელაჰათინ დემირთაში, დეპუტატები, ათეულობით მერი და ათასობით მხარდამჭერი.

სტატიის გარეკანზეა Mezopotamya-ს ფოტო არქივიდან: თურქეთის პოლიცია აკავებს ქურთ პოლიტიკოსებს ქალაქ ადანაში. 20.03.19

წააგებს თუ არა ერდოღანის პარტია დიდ ქალაქებში? – ადგილობრივი არჩევნები თურქეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი