ახალი ამბები

შსს 1 წელია იძიებს, ვინ გაქურდა ვერტმფრენები საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე

30 მარტი, 2019 • 2032
შსს 1 წელია იძიებს, ვინ გაქურდა ვერტმფრენები საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე იძიებს, ვინ ამოაცალა ნაწილები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს 1 წლის წინ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა დღეს, 30 მარტს გაავრცელა.

ტელეკომპანიის თანახმად, შემთხვევა თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა. “შაბათის კურიერის ინფორმაციით”, ქურდობამდე, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ვერტმფრენები სასაზღვრო პოლიციას გადასცა და საჰაერო ტრანსპორტი თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე სარემონტოდ იყო გადაყვანილი.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნეტგაზეთთან” საუბრისას ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, უწყება მხოლოდ აცხადებს, რომ გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საუბარია ორ გაქურდულ ვერტმფრენზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი