ადიდდა მდინარე აკავრეთა, ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა საკალმახე მეურნეობას შპს „აკავრეთას“ სათავე ნაგებობას, წაიღო საკალმახე მეურნეობასთან არსებული რესტორანი და დაბის მიმდებარედ15-მეტრიანი დამცავი ჯებირი.
სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს. გამგებლის განცხადებით საცხოვრებელ სახლებს საშიშროება არ ემუქრება, მისივე განცხადებით დილიდანვე ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზების აღდგენა-გაწმენდითი სამუშაოები.
„მეწყრული მოვლენები განვითარდა, ადიდდა სოფლის მდინარეები, ადგილზე იმყოფება აჭარის საავტომობილო გზების ხელმძღვანელობა, მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა, მუშაობაში დაგვეხმარნენ კერძო კომპანიებიც, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ ქედაში. რაც შეეხება დაბის დატბორვას, ამის არანაირი საშიშროება არ არის“ – აცხადებს დავით დუმბაძე.
ამ დრომდე ქედაში გადაუღებლად წვიმს.