შეგახსენებთ, რომ აჭარაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. შტაბი იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირებისათვის მობილიზებულია, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 112.





![ბათუმში ზღვის პირას სპეცტექნიკაა მობილიზებული [ფოტო/ვიდეო] ბათუმში ზღვის პირას სპეცტექნიკაა მობილიზებული [ფოტო/ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000030648.jpg)



