ახალი ამბებირეკლამა

7 აპრილს PSP სამი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის

30 მარტი, 2019 • 3110
7 აპრილს PSP სამი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის

7 აპრილს სამი ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება. 18:30 საათზე „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერის, PSP-ს გრანდიოზულ გათამაშება გაიმართება.

10 წელზე მეტია PSP -ს გათამაშებაში მომხმარებელი მარტივად ერთვება და ყოველ ათლარიან შენაძენზე გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. 7 აპრილს თქვენ შეიძლება მოიგოთ გარემონტებიული ბინა საბურთალოზე „დონა პალასში“! 25000 ლარი და უპრეცედენტო პრიზი საქართველოს გათამაშებების ისტორიაში: 10 წლის მანძილზე გამარჯვებული PSP-სგან ყოველთვიურად მიიღებს 1000-ლარიან ხელფასს!

10 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000-ლარიანი ხელფასი შესაძლებლობას მოგცემთ აიხდინოთ ოცნებები, წამოიწყოთ საკუთარი საქმე, რადგან გარანტირებული შემოსავალი გაქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ PSP -ს იღბლიანი გამარჯვებული გახდით.

აქამდე  PSP -ს 22 გათამაშებაში 150-მა იღბლიანმა ადამიანმა გაიმარჯვა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. გამოვლინდა 48 ახალთახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000-ლარიანი ხელფასის – 10 და ასევე ბინის – 10 იღბლიანი მფლობელი, 150 ოჯახს პსპ-სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

2018 წლის 4 ნოემბერს ჩატარებულ გათამაშებაში გამოვლინდა საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპერეცედენტო პრიზის პირველი იღბლიანი გამარჯვებული. ბათუმელი დავით დუმბაძე 10 წლის განმავლობაში, 2018 წლის ნოემბრიდან დაწყებული 2028 წლის ნოემბრამდე, ყოველ თვეში PSP -სგან 1000-ლარიან ხელფასს მიიღებს!

PSP -ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია, რისი დასტურიცაა მრავალფეროვანი, მუდმივად განსხვავებული და საინტერესო შეთავაზებები და უკვე 11-წლიანი ისტორიის მქონე „ჩემი ოჯახის ბარათი“.

10 წელზე მეტია „PSP ბარათის“ მფლობელი უამრავ სარგებელს იღებს: აგროვებს ღიმილებს, ირჩევს სასურველ საჩუქრებს ონლაინ-კატალოგიდან და ერთვება წამახალისებელ გათამაშებაში; უკვე სამ წელზე მეტია PSP -ს ბარათის ყველა მფლობელი დამატებით სარგებელს – 6%-იან ფასდაკლებას იღებს თითოეულ შენაძენზე.

მომხმარებლისთვის შექმნილი ბარათისა და წამახალსიებელი გათამაშებების წარმატებული პროექტისთვის PSP საერთაშორისო ბიზნესჯილდოს, 2018 წლის „სტივ ევორდსის“ გამარჯვებულია.

„სტივ ევორდსი“ მსოფლიოს მასშტაბით  ყველაზე პრესტიჟული, მნიშვნელოვანი და საპატიო ბიზნესჯილდოა. მას „ბიზნესის ოსკარს“ უწოდებენ. საერთაშორისო ჟიური შედგებოდა 12 წევრისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენდნენ.

პირველად „სტივ ევორდსზე“  PSP  დაჯილდოვდა რებრენდინგის პროექტის განხორციელებისთვის, დღეს კი PSP საქართველოში კვლავაც ერთადერთ ქართულ კომპანიად რჩება, რომლის მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტები საერთაშორისო ბიზნესჯილდოების მფლობელია.
მომხმარებელს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს გათამაშებას პირდაპირ ეთერში, გამარჯვებული ბილეთების შესახებ ინფრომაციის მიღება შეეძლებათ გათამაშებისთანავე card.psp.ge- ზე, პსპ–ს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე „PSP Group“, პსპ–ს ნებისმიერ აფთიაქში. ასევე, ინფორმაციისთვის შეუძლიათ ისარგებლონ PSP -ს ცხელი ხაზით: 240-20-20

იყავით PSP–ს აქტიური მომხმარებელი! ისარგებლეთ PSP -ს ბარათის ბენეფიტებით, მიიღეთ ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასები. სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე ერთად ზრუნვა ხომ ასე ადვილად ხელმისაწვდომია!

PSP – უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი!

მასალების გადაბეჭდვის წესი