ახალი ამბები

პრეზიდენტი: ჩემთვის ანტიკურ კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა

24 სექტემბერი, 2014 •
პრეზიდენტი: ჩემთვის ანტიკურ კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა

„მინდა მოგესალმოთ მეცნიერებს, რომლებიც დღეს აცოცხლებთ, სწავლობთ და სიღრმისეულად ხსნით იმ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობაც არ არის დაკარგული და მოწყვეტილი რეალობიდან, არამედ პირიქით, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განვვითარდებით როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა. იმ საკითხების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება ანტიკურ კულტურას, დარწმუნებული ვარ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კულტურაში არის თავისუფლების ღირებულება, თავისუფლება, როგორც ცალკე ცნება, ცალკე ღირებულება. სოციალური წყობა, რიმელიც მოიტანა ანტიკურმა ხანამ, ის არის, რის გადმოტანასაც ვცდილობთ დღეს რეალობაში, დემოკრატია სწორედ მისით არის განპირობებული. სწორედ ინდივიდის თავისუფლების გააზრებამ მოიყვანა შემდეგ საზოგადოება თანაარსებობის,  სახელმწიფოს მოწყობის ამ ფორმამდე”, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

თბილისში წელს მე-10 კონფერენცია ოცწლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ტარდება.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მოხსენებას ასზე მეტი მკვლევარი წაიკითხავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი