ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საგარეო უწყება: აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი რუსეთია

24 სექტემბერი, 2014 •
აფხაზეთის საგარეო უწყება: აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი რუსეთია

ინფორმაციას აფხაზეთის საგარეო უწყება ავრცელებს.


“ყველასთვის ნათელია, რომ საერთაშორისო ურთიერთობები დღეს გაძლიერებულ ტურბულენტურ ზონაშია. დასავლეთის სანქცირებული ომი რუსეთის წინააღმდეგ და ამ ფონზე საქართველოს გაზდრილი მოთხოვნა NATO-ში შესვლაზე, როგორც რუსეთის, ასევე აფაზეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტია, აფხაზეთი კი უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია რუსეთის სამხრეთში. რუსეთთან აფხაზეთის ინტერგაციის დონის გაზრდა, პირველ რიგში, უსაფრთხოების კომპონენტების გაზრდას ითვალისწინებს. ინტეგრაციის ფარგლებში თავდაცვის საერთო სისტემების შექმნას შეუძლია ადეკვატური პასუხი გასცეს ამ სერიზოულ გამოწვევებს და საფრთხეებს კავკასიის რეგიონში,”- განაცხადა აფხაზეთის საგარეო უწყების ხელძღვანელმა.


მისივე თქმით, რუსეთთან ინტეგრაციის ზრდის მიუხედავად, აფხაზეთი არის და იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

 

“დამოუკიდებელობა აფხაზებისთვის უმაღლესი ღირებულებაა,”- აცხადებს ჩიკირბა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი