ახალი ამბები

WHO: ებოლათი დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70%-ია

24 სექტემბერი, 2014 •
WHO: ებოლათი დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70%-ია

გაეროს სააგენტო აცხადებს, რომ ნოემბრისთვის ებოლას ინფექციის მატარებლების რაოდენობა გასამმაგდება და  20 000-მდე გაიზრდება, თუ ძალისხმევა ვირუსთან საბრძოლველად არ გაძლიერდა.

ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, იანვრისთვის 1.4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდება. სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებით, მოსალოდნელი ციფრები პესიმისტურია.

მსოფლიოს ამჟამინდელი  უდიდესი ეპიდემიის, ებოლას მიზეზით უკვე 2 800 ადამიანი დაიღუპა გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში.

უკვე დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევების ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ ადრე ებოლას ვირუსის მატარებელი ადამიანების 50% იღუპებოდა, დღეს ეს მონაცემი 70%-მდე გაიზარდა.

ექიმი ქრისთოფერ დაი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგიის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ თუ ვირუსის კონტროლის მექანიზმების სწრაფად არ განვითარდა, ზემოთაღნიშნულ 3 ქვეყანაში ყოველ კვირაში ათასობით ახალ შემთხვევას უნდა ველოდოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი