ახალი ამბები

ამის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ – დეპუტატი მაღალჩინოსნების გაქურდვაზე

29 მარტი, 2019 • 1164
ამის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ – დეპუტატი მაღალჩინოსნების გაქურდვაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მაღალჩინოსნების სახლების გაქურდვის წახალისებასა და ორკესტრირებულ ქმედებაზე საუბრობს.

დეპუტატი სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის (სახელი და გვარი დაფარულია) პოსტს, ჰაშტაგით “გაქურდეთ თანამდებობის პირის სახლი” აზიარებს და ასეთი “წახალისების” ავტორებს აფრთხილებს, რომ მათთანაც მივლენ.

“მიუხედავად იმისა, ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები, მარტივ ლოგიკა/კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ – ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის, ვინც ამას ორკესტრირებულად აკეთებს, აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც…” – წერს წილოსანი.

ბოლო პერიოდში თანამდებობის პირების – ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის და პარლამენტის ვიცესპიკერ გიორგი ვოლსკის – სახლები გაქურდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი