ახალი ამბები

“წაღებულია ჭიშკარი, კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები” – ტელეწამყვან მუსერიძის სახლი გაქურდეს

29 მარტი, 2019 • 1846
“წაღებულია ჭიშკარი, კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები” – ტელეწამყვან მუსერიძის სახლი გაქურდეს

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის აგარაკი კოჯორში გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

„ცოტა სასაცილოა, მაგრამ, წაღებულია ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. ალბათ, ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ და რაც მოახერხეს, ის წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, ვის უნდა წაეღო ეს ნივთები,“ – ამბობს თამუნა მუსერიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი