ნეტგაზეთი | სარგსიანი: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სომხეთის დამოუკიდებლობას საფრთხეს არ უქმნის სარგსიანი: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სომხეთის დამოუკიდებლობას საფრთხეს არ უქმნის – Netgazeti
RU | GE  

სარგსიანი: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სომხეთის დამოუკიდებლობას საფრთხეს არ უქმნის

სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა, რომ სომხეთის მომავალი წევრობა ევრაზიის კავშირში არანაირად არ უქმნის საფრთხეს სომხეთის სუვერენტიტეტს.

“დღეს, სომხეთის დამოუკიდებოლობის დღეს, მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ევრაზიულ კავშირში წევრობა არანაირად უქმნის საფრთხეს სომხეთის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. მსგავსი მტკიცება უსაფუძვლოა,”- აცხადებს სარგსიანი. 

 

მისივე თქმით, სომხეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპქტივით. 


სომხეთში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს საბაჟო კავშირში გაწევრიანება. ამას მოწმობს აგვისტოში სომხეთის მასშტაბით ორგანიზაცია Gallup International-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი